მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ნაკრები ანგარიშით 54:22 დაამარცხა.

“დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრაში ლელოები მორაგბეებმა სოსო მათიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილჩავამ, მერაბ შარიქაძემ და კახა ასეიშვილმა დადეს.

მილტონ ჰეიგის გუნდი ნოემბრის ტესტ-სერიის მორიგ შეხვედრას სტუმრად კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ 18 ნოემბერს გამართავს, ხოლო 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში ამ დროისთვის ამომრჩევლის 4%-მა მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში
შემდეგი სტატიაენმ-მ ოზურგეთში საარჩევნო უბნიდან წარმომადგენელი გაიწვია