მოქმედი მოსამართლე დანაშაულზე საუბრობს – კოჟორიძე ირაკლი შავაძის განცხადებებზე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ირაკლი შავაძე ამბობს, რომ მასზე სასამართლოს თავმჯდომარე დავით მემისეიშვილი ზეწოლას ახორციელებდა, გამოძიების დაწყებას ითხოვს.
კახა კოჟორიძე აღნიშნულ ბრალდებაში სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავს და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.
„გუშინ ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ გასაგებია, საბჭო ამ საკითხზე მსჯელობს, მაგრამ საბჭო არ არის საგამოძიებო ორგანო, საბჭო იმსჯელებს დისციპლინური გადაცდომების ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ საბჭოს მსჯელობა არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ მოქმედი მოსამართლე საუბრობს ისეთ დარღვევებზე, რომელიც თავის არსში ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს და სისხლის სამართლის ნორმებს, ანუ დანაშაულზე საუბრობს და დანაშაულზე გამოძიებას ვერ აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ – განაცხადა კოჟორიძემ.
გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორივე მოსამართლეს მოუსმინეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. შავაძე მამისეიშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, რასაც მამისეიშვილი უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიოსურმა დე ფაქტო პროკურატურამ სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და ოქრუაშვილზე ძებნა გამოაცხადა
შემდეგი სტატია,,აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი”- მალხაზ მაჩალიკაშვილი