მოქალაქეთა დიდი ნაწილი, 38% ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფციაა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

მოქალაქეთა დიდი ნაწილი, 38% ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფციაა- ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით 1800 ადამიანი გამოკითხა. კვლევისას ორგანიზაციის წევრები საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის საკითხით დაინტერესდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეებს ყველაზე ნაკლები ნდობა პარლამენტის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებებისადმი აქვთ.
„პარლამენტის და სასამართლოს მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი, შესაბამისად 17 და 20% ენდობა მათ გამოკითხული მოქალაქეების. ასევე მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ სასამართლო, პროკურატურა, შს სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემსახურებიან მმართველი პარტიის ინტერესებს, რაც რა თქმა უნდა შემაშფოთებელი მაჩვენებელია.
კორუფციას რაც შეეხება, მოქალაქეთა დიდი ნაწილი, 38% ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფცია ანუ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის, არის გავრცელებული საქართველოში,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების დაკავების დეტალებს ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაRolls-Royce-მა პირველი ჯიპი გამოუშვა