მოქალაქეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის თემაზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს მთავარი პროკურატურა კოლუმბიის ოლქის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებს 3-დღიან გადამზადების კურსს ჩაუტარებენ. პროგრამის მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის პროცესში პროკურატურასა და მოქალაქეებს (მოწმე/დაზარალებული) შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვას. პროექტი აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. სასწავლო პროცესი დღეს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ და აშშ-ს საელჩოს სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა გახსნეს.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ წარმატებულ პრაქტიკას და განიხილავენ: სამართლებრივ ჩარჩოს, დაზარალებულთა მომსახურების სისტემას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დაზარალებულებთან მუშაობის სპეციფიკას, ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
კოორდინატორების კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები შედგება შესაბამისი მიმართულებების მენეჯერებთან. აქცენტი გაკეთდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობასა და სამომავლო განვითარებაზე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. დღეს საქართველოს პროკურატურის სისტემის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში 20 კოორდინატორია გადანაწილებული.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტის ნაწილი ევაკუირებულია
შემდეგი სტატიაოზურგეთში 15 წლის გოგონას ეძებენ