გიორგი მარგველაშვილი: მოქალაქეებს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტის იმედი უნდა ჰქონდეთ

როგორც პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უმაღლეს სასამართლო რგოლებში საქართველოს მოქალაქეებს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტის იმედი უნდა ჰქონდეთ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მის მიერ ამ სფეროში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, შერჩეულ მოსამართლეთა პროფესიული რეპუტაციასა და შეუბღალავ ავტორიტეტზეა დაფუძნებული.

“მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, მთელ ჩემს შესაძლებლობებს ვიყენებ სასამართლოს გასაძლიერებლად. ჩემს მიერ ამ სფეროში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, შერჩეულ მოსამართლეთა პროფესიული რეპუტაციასა და შეუბღალავ ავტორიტეტზეა დაფუძნებული. ასეთი მიდგომა, კვლავაც გაგრძელდება, როგორც უზენაეს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, უმაღლეს სასამართლო რგოლებში საქართველოს მოქალაქეებს მართლმსაჯულების მართლაც უმაღლესი სტანდარტის იმედი უნდა ჰქონდეთ”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა