მონსერატ კაბალიეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მონსერატ კაბალიეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მონსერატ კაბალიეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაცნობილ ესპანელ ოპერის მომღერალს მონსერატ კაბალიეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობის ბრალდებით – ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
82 წლის მომღერალი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით ანდორაში ცხოვრობს, ესპანეთის ხელისუფლებისგან გადასახადებს მალავდა.
ბარსელონას სასამართლომ მას ასევე 255 ათასი ევრო ჯარიმის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, ის მთავრობისგან არ მიიღებს პენსიას და სუფსიდიას ნახევარი წლის მანძილზე.

მომღერალი სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. ვიდეოკონფერენციით მან ბრალი სრულიად აღიარა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შს მინისტრს გუშინდელი ინციდენტის გამო მოხსნიან?
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ყოფილ ხელმძღვანელსაც დაკითხავენ