,,მომდევნო ამბოხება ერდოღანს სიცოცხლის ფასად დაუჯდება,,

14643156_657049744455216_1109247302_n,,15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთს კიდევ ერთი ამბოხი ელოდება… ბოლო ამბოხი კი – ერდოღანს სიცოცხლის ფასად დაუჯდება,, აცხადებს თურქული მედია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის (უმცროსი) მრჩეველის მაიკლ რუბინის (Michael Rubin) განცხადებებზე დაყრდნობით…
პროფესორ მაიკლ რუბინის განცხადებით, რომელიც ექსპერტი გახლავთ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, თურქეთში 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში ფეტიულაჰ გიულენის მიმდევართა მხოლოდ მცირე ნაწილი, ქემალისტებთი და თავად ერდოღანის პარტიასთან დაკავშირებული სამხედროებიც იღებდნენ მონაწილეობას…
,,ეს ამბოხი იმდენად არაპროფესიონალურ დონეზე იყო დაგეგმილი, რომ მან პრეზიდენტ ერდოღანს მტრების მოშორების საშუალება მისცა,, აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.
რუბინის განცხადებით, მომდევნო ამბოხი, რომელიც მისი აზრით არც ისე შორსაა… ,,ძალიან სისხლიანი იქნება და ის თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს სიცოცხლის ფასადა დაუჯდება,,

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ვინ ცდილობს ივანიშვილის გეგმის მიხედვით ნაციონალური მოძრაობის დაშლას და მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას?
შემდეგი სტატიაიაპონიამ იუნსკოში საწევროს გადახდა შეწყვიტა