,,მომავალში ვისთან დასჭირდება თანამშრომლობა, ამას მარტო ღმერთი გადაწყვეტს”

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, კურიერის პირდაპირ ეთერში NDI-ის კვლევებზე საუბრობს.

მისი თქმით, ის არ ენდობა ამ კვლევებს და ისინი თავიანთ კვლევებს ორშაბათს გაასაჯაროვებენ.

“მე არ ვაღიარებ NDI-ის და IRI-ის თბილისის ოფისის კვლევებს. 10 წლის მანძილზე ტარდება კვლევები და ეს არის კლასიკური მაგალითი საინფორმაციო ზემოქმედებისა, თუ რა ომი მიდის საზოგადოების ცნობიერებაზე. ეს არის მასირებული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე. ეს არის დამახინჯებული პროცენტები და ეს არის საზოგადოების მოტყუება.

“ორშაბათს ჩვენ გავასაჯაროვებთ ჩვენს კვლევებს, რომლის მიხედვითაც, გამოვკითხეთ 28 517 ადამიანი და მათგან 67% არ ენდობა ამ ორგანიზაციებს, 26%-მა საერთოდ არ იცის მათი არსებობის შესახებ. დაახლეობით 3% ენდობა და 4% თავს არიდებს პასუხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოკითხული 28 517 ადამიანიდან არცერთი არ აღმოჩნდა, ვინც გამოკითხა NDI-იმ. ამ ყვეალფერს ჩვენ გავასაჯაროებთ ორშაბათს,“ – განაცხადა ინაშვილმა.

ის პრემიერ კვირიკაშვილსაც აკრიტიკებს იმ ნათქვამის გამო, სადაც პრემიერმა თქვა, რომ მის პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“მომავალში პარლამენტში რა იქნება და ვისთან დასჭირდება თანამშრომლობა, ამას ვერც ბატონი კვირკაშვილი განსაზღვრავს და ვერც მე. ამას მარტო ღმერთი გადაწყვეტს,” – ამბობს ინაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლება, პრაქტიკულად, განწირულია დამარცხებისთვის”
შემდეგი სტატიაეს პროექტი არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე კონცერტი”