მოლოდინი არის, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს – ფიქრია ჩიხრაძე ე.წ. მოსმენების კანონზე

პრეზიდენტთან შეხვედრები და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საუბრობს. ჩიხრაძე ამბობს, რომ საკითხზე პოზიციები გარკვეულწილად უკვე ჩამოყალიბებულია. მისი თქმით, მოლოდინის არსებობს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს.

მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

„გარკვეულწილად პოზიციები არის ჩამოყალიბებული, შეჯერებული სხვადასხვა აქტორებთან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ისე პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ბიზნეს წრეებთან. მოლოდინის არის ასეთი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს, მაგრამ ეს არის მაინც პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და დათქმულ ვადაში ამის თაობაზე გახდება ცნობილი,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) სასამართლო კოკოითის სარჩელს არ განიხილავს
შემდეგი სტატიაადვოკატები წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეს თავდაყირა დააყენებს- კილაძე