მოლდოვაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სახალხო წესით აირჩევა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს დღეს, 4 მარტს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ძირითადი კანონის 2000 წლის 5 ივნისის ცვლილებას ანულირება გაუკეთა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის დეპუტატები ირჩევდნენ.
29 იანვარს მოლდოვას პარლამენტის სპიკერმა, ანდრიან კანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები დააკმაყოფილოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი 2012 წლის მარტში იქნა არჩეული. მანამდე 3 წლის მანძილზე პარლამეტმა ვერ შეძლო პრეზიდენტის არჩევა – შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლო არ აღიარებდა.

banner
წინა სტატიაშიჩიტების სკინტლმა ამერიკული ატომური რეაქტორი გააჩერა
შემდეგი სტატია“სამი წლის განმავლობაში ხელისუფლება ჩვენ გვატყუებდა – თურმე, აზერბაიჯანიდან ამის შესაძლებლობა არ ყოფილა”