მოლდოვაში ყოფილი დეპუტატი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

მოლდოვაში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი იური ბოლბოჩანი სამართალდამცველებმა ჯაშუშობის და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს – დაკავება 17 მარტს მოხდა, თუმცა მედიისთვის ის გუშინ გვიან გავრცელდა.
მოლდოვური ინტერნეტ-გამოცემა NewsMaker-ის ინფორმაციით, დეპუტატის სახლის ჩხრეკის ორდერი 25 თებერვლით არის დათარიღებული. სისხლის სამართლის საქმე კი, რომელშიც ყოფილი დეპუტატია გარეული, 2016 წელს აღძრეს. დაკავებულის საპროცესო სტატუსი – ეჭვმიტანილია თუ ბრალდებული, ჯერჯერობით, ოფიცალურად არ არის ცნობილი.

მისი სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მათ შორის, 2014 წელს მოლდოვა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში დეპუტატების მოსყიდვას.

banner
წინა სტატიაშიუკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 3 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიატრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა