მოლდოვას პრეზიდენტმა ლიბერალიზმს და ტოლერანტობას ცრუსწავლებები უწოდა

მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის მილოცვისას აღნიშნა, რომ ლიბერალიზმი, ტოლერანტობა და გენდერული თანასწორობა “ახალი ცრუსწავლებებია”.
“ჩვენ, მოლდოველები მართლმადიდებლები ვართ. ჩვენი ბაბუები და მათი ბაბუები ამ რწმენას საუკუნეები ატარებდნენ. დღეს, ისევე, როგორც მრავალი წლის წინ, აპირებენ ახალი ცრუსწავლებები შემოგვთავაზონ, ისეთი, როგორიც არის ლიბერალიზმი, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა. ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა, ჩვენი ტრადიციული ოჯახური ღირებულებები – წარსულის გადმონაშთია. მაგრამ ჩვენი ხალხი ამ გამოცდასაც გაუძლებს და რწმენას შეინარჩუნებს, რომელიც გვათბობდა ჩვენი მთელი ისტორიის მანძილზე” – დაწერა მოლდოვას პრეზიდენტმა.

გარკვეული დროის შემდეგ იგორ დოდონმა ტექსტი შეცვალა. მისმა პრეს-მდივანმა მომხდარის კომენტარებისას აღნიშნა, რომ “დატვირთული გრაფიკი პრეზიდენტს საშუალებას არ აძლევს “ფეისბუქზე” თვითონ განათავსოს პოსტები, ამ კონკრეტული შემთხვევისას შეტყობინების ტექსტი არ იყო პრეზიდენტთან შეთანხმებული და შეცდომა გაიპარა, რომლის გამოც ვწუხვართ. თეზისი, რომელმაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფისთვის მიუღებელი იყო, ამ მომენტისთვის წაშლილია” – თქვა იონ ჩებანმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკული სამხედრო ეკიპაჟი 7 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენისას გაიყინა
შემდეგი სტატიანასტია რიბკა ტრამპისა და რუსების კავშირზე მოყოლას აპირებს თუკი მას ამერიკელები თავშესაფარს მისცემენ