მოლდოვას ახლადარჩეული პრორუსი პრეზიდენტი მოსკოვს მიემგზავრება

მოლდოვას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრორუსი სოციალისტების ლიდერის იგორ დოდონის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. დოდონმა განაცხადა, რომ ქვეყნის მეთაურის რანგში მისი პირველი ვიზიტი მოსკოვში იქნება.
“როგორც უკვე გეუბნებოდით, საზღვარგარეთ პირველი ვიზიტი მოსკოვში შედგება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ რუსეთის ფედერაციასთან” – ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიატრამპი და სი ცზინპინი აშშ-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ