მოლდოვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დელეგაციები ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრები, რომლებიც მოლდოვიდან დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამგზავრებას აპირებდნენ, მოლდოვიდან დეპორტაციით გამოაძევეს.
გამოძევებულთა შორის არიან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის სამხედრო ექსპერტთა კოლეგიის პრეზიდენტი, გენერალ მაიორი – ალექსანდრ ვლადიმიროვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ცხინვალის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ კოზაევი, დანარჩენ დელეგეციის წევრებთან ერთად.

banner
წინა სტატიაშიქეთი დოლიძე: “ქეთი გააქციეს”
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს