მოლდოვა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

მოლდოვა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

1დღეს, 27 აგვისტოს მოლდოვაში დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავენ.
სამხედრო აღლუმის პარალელურად პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილები სკანდირებდნენ “ძირს მაფია” და უსტვენდნენ სამხედრო ორკესტრს, რომელიც სამხედრო აღლუმს აფორმებდა.
აღლუმის უსაფრთხოებას დაახლოებით 6 ათასი პოლიციელი იცავდა. ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ელენე გრიცკოს თქმით, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მინსკის პოლიციის პრეს-მდივანმა, ადრიან ჟივრომირმა განაცხადა, რომ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემთხვევას გამოიძიებენ. სხვა ინციდენტი არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა თეთნულდზე მშენებარე საბაგიროები დაათვალიერა
შემდეგი სტატია“გაზპრომმა” ბერლინში ახალი კომპანიის შექმნა დააანონსა