მოკვდავი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე

კახაბერ ადამია: ,,ერდოღანს რაც არკლავს, ყველაფერი აძლიერებს,,

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მას დიქტატორად არ გადააქცევს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„მოკვდავი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე“, – განაცხადა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ერდოღანმა. ის უარყოფს ბრალდებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება არა ქვეყნის განვითარებას, არამედ პრეზიდენტისთვის შეუზღუდავი უფლებამოსილების მინიჭებას.

თურქმა ამომრჩეველმა 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმზე 18-პუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა. ცვლილებებიხ მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად ფართოვდება, კერძოდ, ერდოღანს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები, ასევე დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ერდოღანი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.

banner
წინა სტატიაშინავთობის მსოფლიო ფასი ეცემა
შემდეგი სტატიატრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას “იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი”