მოხარული ვარ, რომ ქართულ ჯარს გადავეცით ტყვიამფრქვევები, რომელსაც ნატოს ძალები იყენებენ

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

ორი წლის წინ ვიმყოფებოდი აქ და ვნახე როგორ იქცა ეს ცენტრი იდეიდან ფუნქციონირებად ცენტრად- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქარველოში აშშ-ს ელჩმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განუცხადა. იან კელი ასევე გამოეხმაურა საქართველოსთვის M-240 ტიპის ტყვიამფრქვევების გადმოცემასაც.

„ორი წლის წინ ვიმყოფებოდი აქ და ვნახე როგორ იქცა ეს ცენტრი იდეიდან ფუნქციონირებად ცენტრად. მოხარული ვარ, რომ გადავეცით ტყვიამფრქვევები, რომელსაც ნატოს ძალები იყენებენ. ეს არის საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ერთგულების ხელშესახები სიმბოლო, დავეხმაროთ საქართველოს იმ ძალების აგრესიის შეკავებაში, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩევანს გაწევრიანდეს ნატოში,” – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიინგლისის უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გაამართლა
შემდეგი სტატიაქეთევან ბოჭორიშვილი მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს უხელმძღვანელებს