მოჰამედ ალისთან დამშვიდობების ცერემონია დილიდან მიმდინარეობს

58ლუისვილში, კენკუტას შტატში, მოჰამედ ალის მშობლიურ ქალაქში, ლეგენდარულ სპორტსმენტან და ადამიანთან გამომშვიდობების ორდღიანი ცერემონია მიმდინარეობს.
თავდაპირველად ცერემონია ისლამური რელიგიის მიხედვით ჩატარდა. ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც მოჰამედ ალიმ დაიბარა – განაცხადა მისი ოჯახის წარმომადგენელმა.
მას უნდოდა, რომ მუსლიმური დაკრძალვა “საგანმანათლებლო ყოფილიყო” – განაცხადა იმამ ზაიდ საკირმა.
მოჰამედ ალი გასულ პარასკევს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მის დაკრძალვაზე მოსახვედრი 14 ათასზე მეტი მოსაწვევი უფასო ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში დარიგდა.

ალი ერთადერთი მოკრივე იყო, რომელმაც მძიმე წონაში სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონი. თავისი თითქმის 20 წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში, მან 56 ბრძოლა მოიგო, მათგან 37 ნოკაუტი იყო.
თავდაპირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა კასიუს კლეის სახელით 1964 წელს, მანამდე 12 შეხვედრა ჰქონდა როგორც პროფესიონალ სპორტსმენს და ყველა მათგანი მოიგო.

1967 წელს სამხედრო სამსახურში წასვლაზე უარის გამო მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, ასევე აეკრძალა აშშ-ს ტერიტორიაზე ბრძოლების გამართვა და ქვეყნის დატოვება.
ბრძოლების ჩატარების უფლებას მას ჯორჯ ფორმანთან 1974 წელს ჩატარებულმა ორთაბრძოლამ მოუტანა. 1978 წელს ლეონ სპინკსთან წააგო ორთაბრძოლა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იმავე წელს დაიბრუნა.

მოჰამედ ალი ლუისვილში, კენკუტას შტატში დაიბადა მხატვარ კასიუს კლეისა და დიასახლის ოდესა კლეის ოჯახში. ბოქსიორის კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო.

ალი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მას 6 შვილი ყავს.

55 56 57 58 59

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს იუსტიციის მინისტრის მორიგ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებებს
შემდეგი სტატიაევრო-2016: პარიზი უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებზე საუბრობს