მოჰამედ ალის დასაფლავება (ფოტოები)

მ14მოჰამედ ალი გასულ პარასკევს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მის დაკრძალვაზე მოსახვედრი 14 ათასზე მეტი მოსაწვევი უფასო ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში დარიგდა.

ალი ერთადერთი მოკრივე იყო, რომელმაც მძიმე წონაში სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონი. თავისი თითქმის 20 წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში, მან 56 ბრძოლა მოიგო, მათგან 37 ნოკაუტი იყო.
თავდაპირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა კასიუს კლეის სახელით 1964 წელს, მანამდე 12 შეხვედრა ჰქონდა როგორც პროფესიონალ სპორტსმენს და ყველა მათგანი მოიგო.

1967 წელს სამხედრო სამსახურში წასვლაზე უარის გამო მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, ასევე აეკრძალა აშშ-ს ტერიტორიაზე ბრძოლების გამართვა და ქვეყნის დატოვება.
ბრძოლების ჩატარების უფლებას მას ჯორჯ ფორმანთან 1974 წელს ჩატარებულმა ორთაბრძოლამ მოუტანა. 1978 წელს ლეონ სპინკსთან წააგო ორთაბრძოლა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იმავე წელს დაიბრუნა.

მოჰამედ ალი ლუისვილში, კენკუტას შტატში დაიბადა მხატვარ კასიუს კლეისა და დიასახლის ოდესა კლეის ოჯახში. ბოქსიორის კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაობამამ ბელორუსს სანქციები გაუგრძელა