„მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი“

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართა.აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული პირები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, მათთან ერთად აქციაში მონაწილეობდა გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლის, ზვიად ლაგვილავას დაც.აქციის მონაწილეებს ეჭირატ ტრანსპარანტები წარწერებით „შონია სამეგრელოს შავი ჭირია“, „მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი“, „არა ნეპოტიზმს“, „მოვითხოვთ სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“. აქცია გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა, აქციის მონაწილეები გამგეობიდან თანამსრომელთა გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. კახა კუკავას თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, გამგეობიდან თანამშრომელთა გათავისუფლებაში კი მისი თქმით, „გუბერნატორის ხელი ურევია.“

banner
წინა სტატიაშისუს-ი აკეთებდა ყველაფერს, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას – ელგუჯა ბაგრატიონი
შემდეგი სტატიამშვიდობიან საპროტესტო აქციას ხელისუფლებამ სუს-ის მიერ მოწყობილი პროვოკაცია დაუპირისპირა