“მოგიწევთ არც თუ იშვიათად პარლამენტში ყოფნა”- ვახტანგ ხმალაძე ირაკლი შოთაძეს მიმართავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პროკურატურაში გაგზავნილ არა ერთ წერილზე ან პასუხი არ იყო, ან იყო ძალიან დაგვიანებით, ან პასუხი იყო არაარსებითი , – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ ირაკლი შოთაძის მოსმენისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ასეთ ვითარებას ბოლო უნდა მოეღოს, რის საფუძველსაც კანონში განხორცილებული ცვლილებები იძლევა.
“მინდა იმედი გამოვთქვა, რომ არა თუ გაძლიერდება, არამედ მკვეთრად გაუმჯობესდება პროკურატურის კომუნიკაცია პარლამენტთან. თვითონ ის ვითარებაც, რომ პროკურატურა უკვე ხდება ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე, რაც აქამდე არ იყო, ბუნებრივია, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმიც უფრო ძლიერი იქნება, როგორც კი მთავარ პროკურორს ავირჩევთ. თქვენც მოგიწევთ არც თუ იშვიათად პარლამენტში ყოფნა და ამ თანამშრომლობამ საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოიტანოს”, – მიმართა შოთაძეს ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი : უწყებიდან ისეთი პასუხები მომდის, შეიძლება გამოუშვა სახალისო გაზეთი
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: მთავარი ფოკუსი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე უნდა გაკეთდეს