მოგერინი რუსეთს ევროკავშირისგან ახალ მიდგომებს დაპირდა

mogeriniევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი რუსეთისადმი ახალ მიდგომებს წარადგენს, რომელიც ნაწილობრივ დიალოგზე იქნება დაფუძნებული… ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
მოგერინის თქმით, სირიის გამო რუსეთის სანქცია არ იქნება განხილვის საგანი ბელგიის შეხვედრაზე, რომელიც 20-21 ოქტომბერს გაიმართება. “ევროკავშირი დღეს, პირველ რიგში ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთის სასწრაფო მიწოდებაზე მუშაობს, ასევე, ადამიანების სიცოცოხლის გადარჩენაზე და იქითკენ მიისწრაფვის, რომ დიპლომატიურმა არხებმა რაც შეიძლება გააგრძელონ სამშვიდობო პაუზა და ამავე დროს, მოძებნონ კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გზები” – განაცხადა მოგერინიმ.

banner
წინა სტატიაში(video) მოსკოვში არალეგალთა მასობრივი დეპორტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიამოსულის ოპერაციაში ლეგენდარული ,,Airborne,, ჩაერთო (ფოტოები)