“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელები გორის რაიონში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პაატა ბურჭულაძის გუნდის მიერ მომზადებული სოციალური პროგრამა გააცნეს. რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სტატუსი და დახმარება 50 %-ით გაეზრდებათ. გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი სოციალურად დაუცველ ნინა რომელაშვილის ოჯახშიც იმყოფებოდნენ. რომელსაც სიმსივნით დაავადებული შვილის ოპერაციისთვის ჩარიცხული საჭირო თანხის ნაწილის გამო დახმარება მოუხსნეს. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრების განცხადებით დღევანდელი სოციალური პროგრამა უბიძგებს ადამიანებს დარჩნენ სიღარიბეში, რადგან მათ უწევთ დაბალ ანაზღაურებად სამსახურზე უარის თქმა იმის შიშით, რომ არ შეუწყდეთ სოციალური დახმარება. სტატუს მოხსნა კი ხშირ შემთხვევებში სრულიად უსამართლოდ და მოსახლეობისთვის გაუგებარი მიზეზით ხდება. “ არ შეიძლება თუნდაც ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის ადამიანებს უწყვეტდნენ დახმარებას, არ შეიძლება როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახში არის სიმსივნით დაავადებული ოპერაციის თანხის ნაწილის მიღების გამო უწყვეტდნენ დახმარებას და არ შეიძლება ერთჯერადად აღებული ხელფასის გამო უწყვეტდნენ ადამიანებს დახმარებას. სწორედ ამიტომ პაატა ბურჭულაძის გუნდის მიერ 8 ოქტომბრიდან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამოქმედდება 4 წლიანი გარანტია სოციალურად დაუცველებისთვის რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები უარს არ იტყვიან დაბალანაზღაურებად სამსამხურებზე, უარს აღარ იტყვიან გაზარდონ თუნდაც შინაური ფრინველი, ან ხელი მოკიდონ მცირე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობს. ეს კი მათი სიღარიბიდან ამოყვანის პერსპექტივას იძლევა. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აღარ შეეშინდებათ 4 წლის განმავლობაში როდის შევა მათ ოჯახში სოციალური აგენტი და როდის მოუხსნის დახმარებას.“ – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” ტერაქტებისთვის 1940-იანი წლების გერმანულ ნაღმს იყენებს
შემდეგი სტატიასავჩენკომ პოროშენკოს ტყვეების გასაცვლელად დონბასში წასვლა ურჩია