მოძრაობა “ეროვნულები” თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვს

მოძრაობა ეროვნულები თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვენ. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მიერ საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების შესაძლო გაყალბება ანტიდემოკრატიული ქმედებაა.

ბრეგაძემ საქართველოს მთავრობას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა დაიწყოს გამოძიება საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. გამოძიების პერიოდში კი თინა ხიდაშელს შეუჩერდეს უფლებამოსილება.

„მე მოვუწოდებდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა ორგანოებს რომლებიც არსებობსენ ქვეყანაში, რომ დაიწყონ სკურპულოზური გამოძიება საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების. ხოლო გამოძიების დასრულებამდე, იმისათვსი რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს გადაყენებულ იქნას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულების დამფუძნებელმა სანდრო ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაში“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა” – საბჭოს წევრი მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიანატომ განაცხადა, რომ მათ ინტერესში არ შედის რუსეთის შეშინება