“მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის” პრემიერის გადადგომას ითხოვს

“საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის” პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც მოძრაობის დამფუძნებელი, პაატა დავითაია, განმარტავს, კვირიკაშვილმა თანამდებობა, ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო, უნდა დატოვოს.

„ხელისუფლება იყო სრულიად უნიათო თავის მოქმედებებში. მათ დააგვიანეს კრიზისულ სიტუაციაში მოქმედება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაყენებთ პრემიერმინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, მან უნდა დატოვოს თანამდებობა. ადამიანმა, რომელმაც მიიყვანა სიტუაცია ამ მდგომარეობამდე, ადამიანი, რომელიც მინისტრებისგან ვერ ფლობდა ინფორმაციას, როგორ იძაბებოდა სიტუაცია აჭარაში, აქედან გამომდინარე მან პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს,“ – განაცხადა პაატა დავითაიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში შსს-ს დანაყოფები იყვნენ მობილიზებულნი
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე “თავისუფალი ზონის” წევრები დააკავეს