“მობრძანდით, მოგნათლავთ ყველას” – ბურჭულაძე კილაძეს პასუხობს

პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე, გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა.

ბურჭულაძემ განცხადება ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ის ნამდვილად არის ტარიელ ონიანის შვილის ნათლია, რაც მისთვის საამაყოა.

„ძალიან სასიამოვნოა, მე ძალიან მეამაყება, ეს ახალგაზრდა დღეს ლონდონშია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსისტი და რაზეა საერთოდ საუბარი, მე ვნათლავ ყველას. ნათლობაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებს ადამიანი. ასე რომ, მობრძანდით, მოგნათლავთ სულ ყველას,“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაში„სირცხვილია“ – თინა ხიდაშელი სუს-ს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაგუბაზ სანკიძე: არის რამოდენიმე დაჯგუფება ქვეყნის გარეთ, რომლის ინტერესშიც ალბათ არ შედის საქართველოში სტაბილური ვითარება