,, მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს ვფიქრობთ, ღირებულებებიც”

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” საჯაროდ შეახსენეს, რომ მათ მობილური ტელეფონების ნომრები იგივე აქვთ, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” მიმართვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა.
“საჯარო მომართვის პასუხად გვინდა საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა “თავისუფალ დემოკრატებს”, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების – მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც…). სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის სახელით გავრცელდა.
საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის თავმჯდომარეს და ,,რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციას მიმართვას უგზავნიან.
მიმართვაში, რომელიც “ინტერპრესნიუსს” პარტიიდან მიაწოდეს, “თავისუფალი დემოკრატები” დავით უსუფაშვილსა და სხვა “რესპუბლიკელებს” შეხვედრას სთავაზობენ, რათა არსებული ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზები ერთად იპოვონ.
“თავისუფალი დემოკრატები” იმედოვნებენ, რომ “რესპუბლიკური პარტია” კვლავ ერთგული რჩება იმ ღირებულებების, რომლებიც მათ ყოველთვის აკავშირებდათ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრომ საპენსიო უზრუნველყოფის საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დაასრულა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ჩემი პრეტენზიები ამ საკითხის ირგვლივ უკან მიმაქვს