,,მოაშორეთ უბორნია“ – წითელი ჯიხური ოზურგეთის ცენტრში

ოზურგეთის ცენტრში მომღერალი შადრევანის ტერიტორიაზე, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით მეტალო-პლასტმასის წითელი ფერის ჯიხური ჩაიდგა.

,,გურიის მოამბის“ ინფორმაციით, ჯიხურის ჩადგმას ოზურგეთლების ნაწილი აპროტესეტებს. როგორც ,,გურიის მოამბე” წერს, ადგილობივებმა უცნაურ ჯიხურს ,,ბუტკა“ და ,,უბორნია“ უწოდეს და განაცხადეს რომ ამის გაჩერება ოზურგეთის სირცხვილია.

,,გურიის მოამბის“ ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ ჯიხურს ვერავინ შეეხება, რადგან ქალაქის მერის ნებართვით არის გაცემული.

სააგენტო ცნობით, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად ქალაქის მერიც მივიდა. თუმცა მან გარემოვაჭრეების პროტესტის გამო ტერიტორია მალევე დატოვა.

,,გურიის მოამბეში” გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ქალაქის ცენტრიდან წითელი ჯიხური აიღეს.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტი მხარს უჭერს მეტ სამოქალაქო ჩართულობას, რათა კონტიტუციაში აისახოს ქართველი ხალხი ნება-სურვლი“ – მაჭუტაძე
შემდეგი სტატიაინსპექტორებმა პლასტმასის ბოთლების დაწვის გამო, ორი პირი დააჯარიმეს