მოამბის ჟურნალისტი ლაშა მესხი სამსახურიდან გაუშვეს

მოამბის ჟურნალისტი ლაშა მესხი სამსახურს ტოვებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მესხი საზმაუდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეა. მესხი რომელიც მედიის პროფკავშირის თავმჯდომარეც არის განცხადებას დღეს ტელევიზიის კიბეებზე გააკეთებს. მესხი სოციალირ ქსელში განცხადებასაც ავრცელებს

“ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობა პირველ არხზე დიდხნიანი დაპირისპირების შემდეგ კოჰაბიტირებულმა და თანამშრომლების მჩაგვრელმა მენეჯმენტმა დაასრულა. ალბათ გახსოვთ ჩემი გაჟღერებული ინფორმაცია”მოამბის” 13 თანამშრომელზე, რომლებსაც 1 თვიანი კონტრაქტები ჰქონდა. (მათ შორის მეც) დღეს კი მოხდა ის რასაც პრინციპში ველოდი. 13-1 ტელევიზიას ვტოვებ მხოლოდ მე, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე! ეს არის იერიში არა მხოლოდ პირადად ჩემზე არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე, განსხვავებულ აზრზე და იმ პროტესტზე რასაც წინა წლის მაისიდან ყველა ერთად ვახორციელებდით! მაუწყებელს ვტოვებ, მაგრამ ამ ბრძოლიდან გამარჯვებამდე არ გავალ! დეტალებს ხვალ 2 საათზე ტელევიზიის კიბეებთან გაიგებთ 🙂 ” – წერს მესხი

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 1 მარტს 13:00 საათზე დაინიშნა
შემდეგი სტატია(ვიდეო) შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან სასულიერო პირისგან მტრის ხატის შექმნის ნიჭი აქვს