სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ ორი მოადგილის დანიშნვას უკვე ხელი მოაწერა. გუბერნატორის ორი მოადგილე კობა ქანთარია და სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ რუსია უკვე შეუდგნენ გუბერნატორის მოადგილეების რანგში მუშაობას.
დანარჩენ ორ მოადგილეს სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დანიშნავს. გავრცელებული ინფორმაციით ორი მოადგილის ვაკანტურ პოსტს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამუკა წოწერია დაიკავებენ.
“თაიმერი” კახაბერ რუსიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა