მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ზრდის მიუხედავად, სტატისტიკა გამოაქვეყნა

„ცუდია, რომ არ შუქდებოდა სტატისტიკა აქამდე და კარგია, რომ დაიწყეს ეს პრაქტიკა. დადებითია ზუსტად ის, რომ ზრდა გამოაქვეყნეს და არ დამალეს ეს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მედიაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს დანაშაულების გაშუქებას და ხშირად ის გადაჭარბებულია”-აცხადებს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე “თაიმერთან” საუბარში.

“დასახელდა 37 000 სამართალდარღვევა წლის განმავლობაში, დაახლოებით იგივე ციფრები იყო წინა ხელისუფლების დროსაც. 5 % მატება მოსახლეობისთვის არ იგრძნობა. ციფრებში რომ გამოვიყვანოთ, უხეშად გამოდის, რომ დღეში ხდებოდა 100 სამართალდარღვევა და ახლა ხდება 105, ამ ციფრებს შორის მთელი საქართველოს მასშტაბით არანაირი დიდი სხვაობა არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ებრძოლოს დანაშაულის მატების ტენდენციას. გასაანალიზებელია რა ტიპის დანაშაულების მატება არის და შესაბამისად, ამ კუთხით უნდა გამახვილდეს ყურადღება. კარგია, რომ ახალი ინსტიტუტი იქმნება, უბნის ინსპექტორის მსგავსი. თავის დროზე, არასწორი იყო ამ ინსტიტუტის გაუქმება, რადგან ის, რომ სამინისტრომ უბნების, კორპუსების, ქუჩების მიხედვით მოსახლეობა უნდა შეისწავლოს, არის ჩვეულებრივი მოვლენა. სხვაგვარად, დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია არ გამოვა. იმედია შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს გამჭვირვალედ მუშაობას”-აცხადებს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

banner
წინა სტატიაში1 წელი ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრიდან-დაზარალებულები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგარჩევა მოზარდებს შორის – 191-ე სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს