ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსთავის ორის საქმეზე ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისივე თქმით,მთავარია კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება განსაკუთრეები მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნისთვის.
,,მედიის და სიტყვის თავისუფლება მთავარი ღირებულებებია და რა თქმა უნდა მედიის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნის ნაწილია, მნიშვნელოვანია სასამართლოს დავუტოვოთ სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა იყოს დაცული,”-განაცხადა სტოლტენბერგმა.