„მნიშვნელოვანია ის პროცესები, რაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს“

“ატლანტიკური საბჭოს” წევრის ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველომ უნდა დაიცვას ევროპული ფასეულობები.

ამის შესახებ ბათუ ქუთელიამ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, მან თანმიმდევრულად უნდა დაიცვას და უზრუნველჰყოს ის ფასეულობები, რა ფასეულობებზეც ევროპული დემოკრატია დგას – სიტყვის თავისუფლება, სასამართლო, ეს არის ფუნდამენტური ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს პროცესი უნდა უზრუნველყოს. რაც შეეხება დინამიკას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროცესები, რაც რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, წარმატებით დასრულდეს. ამის პარალელურად, იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული და ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს, აქ ბევრი რამ გასაუმჯობესებელია. ეს აღნიშნული იყო კიდეც პრეზიდენტთან შეხვედრაზე“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით 213-ე ბაღში მშობელმა ბავშვს იარაღი გადასცა
შემდეგი სტატია“მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლებს, ექიმებსა და ექთნებს სახელფასო დანამატი ექნებათ”