“მნიშვნელოვანი ეტაპი ვიზალიბერალიზაციის პროსესში” – თენგიზ ფხალაძე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს უწოდებს.

ფხალაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩების დონეზე მიღებული გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს ევროკავშირის საბჭოს დაიწყოს პარლამენტთან შეთანხმების პროცესი, რათა საბოლოოდ დაფიქსირდეს შენგენის ხელშეკრულებაში ის ცვლილება, რომელიც შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ვიზების გარეშე გადაადგილებას ითვალისწინებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედი მაქვს, რომ დარჩენილი პროცედურებიც, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს, ასევე წარმატებით იქნება გავლილი“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მაფია და ამ ხალხს არაფრად არ ვთვლი
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: გუშინდელი შემთხვევა ეს უკვე მასშტაბით სხვა მოვლენაა