მმართველი კოალიცია დაუპირისპირდა თავის დაპირებებს რომელიც 2102 წელს მისცეს ხალხს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვათავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მედიისა და მესამე სექტორის მიმართ ყოფილი პრემიერისა და მმართველი კოალიციის მხრიდან არსებული პოლიტიკა მიუღებელია. ირაკლი ალასანიამ ამ თემაზე კურიერთან ისაუბრა.

“მმართველი კოალიცია დაუპირისპირდა თავის დაპირებებს რომელიც 2102 წელს მისცეს ხალხს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მედიის გათავისუფლება იყო. ამას უარყოფითად აფასებს საზოგადოებაც. ასევე მოქალაქეები ამბობენ, რომ დღევანდელმა კოალიციამ უღალატა იმ დაპირებებს რისთვისაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კოალიციას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი პრეზიდენტის მიმართ დაწყებულ კამპანიასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი შეტევები პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ქვეყნის იმიჯს სერიოზულად აზიანებს.

“მეუხერხულება, მრცხვენია და გული მტკივა რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ევროპაში ილახება პრეზიდენტზე ასეთი შეტევების გამო. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს პირად დამოკიდებულებებზე სახელმწიფო პოლიტიკის და მთავრობის პოლიტიკის აგება. ხალხს მობეზრდა ასეთი არასერიოზულობა ჩვენი მთავრობის”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პასუხი ,,ისლამური სახელმწიფოს,, – მოკლულია ისლამისტთა ლიბიელი ლიდერი
შემდეგი სტატიაბელგიამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო თანამონაწილეები დააპატიმრა…