მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა. როგორც “თაიმერს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მათივე ინფორმაციით, დიდთოვლობააა გუდაურშიც სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.

სტიქიის ზონაში, ვითარების ადგილზე შესასწავლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაემგზავრა.

ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეცაა დაწესებული. მოძრაობა აკრძალულია ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მონაკვეთზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.

banner
წინა სტატიაში2 გარდაცვლილი და 15 დაშავებული – ავტოავარია გორთან
შემდეგი სტატიაპროკურორი: ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა