მკვლელობაში მსჯავრდებული ოქროპირიძის სახლში ე.წ მოლოტოვის კოქტეილის შეგდება სცადეს

ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის დედა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი სახლის დაწვა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის შეგდებით სცადეს.
აბაშიძის 17 ნომერში, კრიმინალისტები იმყოფებიდნენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, გაჩენილი ცეცხლის შედეგად, დაზიანდა მეზობლის ავტომობილი.

მსჯავრდებულის დედის განცხადებით, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, ბოლო ინცინდენტის დროს მათი მანქანის დაწვა სცადეს.

ის ამ ფაქტს სტრასბურგში მისი შვილის საქმის განხილვას უკავშირებს და ამბობს, რომ მათი დაშინებით ხელისუფლებაა დაინტერესებული.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოიტანეს და გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები დაიწყო
შემდეგი სტატიაჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ფასი 100-დან 250 ლარამდე მერყეობს