ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
ჩიბათის მაცხოვრებლების თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ მოხდა. მეზობლების ვერსიით,გარდაცვლილს კონფლიქტი თანასოფლელთან მოუვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა გახსნილია.