მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის განხილვა სასამართლოში ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდება

არასრულწლოვანების მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდება. ექსპერტი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულებების შესახებ ისაუბრებს. ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტი კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას, მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაადგეს, რადგან მან ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

„დღევანდელი პროცესი ისევ გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით. წინა პროცესზე წარმოდგენილი ჰყავდათ ექსპერტები და ერთ-ერთი ექსპერტის დაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო. დღეს, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება კვლავ ეს ექსპერტი. სხვა მოწმეებს ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე, დაცვის მხარისთვის უცნობია. ჩვენ ვაპირებთ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას. დანიშნულია ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა, კვლავ არ გადმოგვცემია ნივთები, რაზეც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. ეს ნივთები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია, ვიანიდან ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზა არ დასრულებულა, რომელიც საეჭვოდ ჭიანურდება,“ – განაცხადა ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს
შემდეგი სტატიასაბა ჭინჭარაული:მამაჩემი ფეხბურთელი იყო და მეც ეს გზა ავირჩიე