მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქალაქო სასამართლომ დროებით საგამოძიებო კომისიას საქმის მასალები გადაუგზავნა

საქალაქო სასამართლომ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, საქმის მასალები გადაუგზავნა.

ხორავას ქუჩის საქმის მასალების მიღებას დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდებიან. უწყებამ მასალები დღეს უნდა გააგზავნოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, საქმის მასალების გადმოცემის შემდეგ, მიმდინარე კვირას დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოძიების მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.

ოპოზიცია დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი.

 

banner
წინა სტატიაში“ნუ მომკლავ” – სამართალდამცავებმა ბანერი პარლამენტის შენობიდან წაიღეს
შემდეგი სტატიაჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო პირადად მინისტრმა – კუპრავა