მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას გამართავს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს პირველ სხდომას მართავს.
სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა.
შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს.
„ფართო ჩართულობით იმუშავებს სწორედ კომისია იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის, არც სხვა თანამდებობის პირების რა არის გამორიცხული,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშიკენიაში წყალდიდობის გამო 800 ათასი ადამიანი დაზარალდა
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის ავტომობილი 13 წლის მოზარდს დაეჯახა – დაშავებული ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში რჩება