მკვლელობა გორში – 51 წლის მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს

51 წლის მამაკაცი მოკლეს გორში – შემთხვევა შინდისის გზატკეცილზე, ე.წ. უსინათლოების ბინის ეზოში მოხდა. გარდაცვლილი ამავე ეზოში ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა ისინი დეტალებზე არ საუბრობენ.

გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ფონიჭალაში – გარდაცვლილია ასაკოვანი მამაკაცი
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ვიზიტისთის ემზადება