მკვლელობა დედოფლისწყაროში – გარდაცვლილია 55 წლის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა, როდესაც გარდაცვლილთან შინ მისი ახლობლები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების განცხადებით, შეკრებილთა შორის ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო.
როგორც ცნობილია, მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მკვლელობის მონაწილე პირები უკვე დაკითხეს, თუმცა, ამდროისათვის ბრალდებული დაკავებული არ არის. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარესობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.