მკვლელობა ბარნოვზე – ვეფხვია ბაქრაძეს16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაქრაძეს ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს.

banner
წინა სტატიაში25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის საქმე – პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ნატო-ს დღეებს ოფიციალურად გახსნის