მკვლელობა აღმაშენებელზე – ქმარმა ცოლი გაგუდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, 45 წლის ქალია.

როგორც „თაიმერს“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ქალს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიშსს მოქალაქეებს განუმარტავს, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაცენტრალური სადაზვერვო სამმართველო “რუს ჰაკერებზე” ახალ მოხსენებაში ისაუბრებს