“მიზანი არის უკრაინის, მთელი მსოფლიოს დაქუცმაცება, დაყოფა და ბატონობა” – ემზარ კვიციანი სააკაშვილზე

ემზარ კვიციანი პერმანენტული აქციების ჩატარებით იმუქრება

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრმა, ემზარ კვიციანმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დადგმული სცენარი უწოდა.

„აბსოლუტურად დადგმული სცენარი. არ არის მარტო რუსეთი, აქ არიან გაერთიანებული მთელი მსოფლიოს ზე სახელმწიფოები, მე ვფიქრობ, რომ გაეროც. სპეცსამსახურები მთლიანად ყველა გაერთიანდნენ, ერთ ჭკუაზე დადგნენ და იმ ჭკუაზე დააყენეს სააკაშვილიც და იმედიანად წავიდა. მიზანი არის, პირველ რიგში, უკრაინის დაქუცმაცება, მთელ მსოფლიოს აქუცმაცებენ, არ უყურებთ, რა ხდება მსოფლიოში? მთელი მსოფლიოს დაქუცმაცება, დაყოფა და ბატონობა,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებას არ გამორიცხავს