მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა აქ მოსვლის პერიოდში – ზაზა სარალიძე

მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა აქ მოსვლის პერიოდში, ერთ საათში ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემ გვერდით,”- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა.

„51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემ და მისი მეგობრის გვერდით დგომის უფლებას,“- აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაანონსა.

“19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რომ ეს სისტემა დავანგრიოთ, ძირს ეს სისტემა,”- აღნიშნა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში„კანის ანათალები დამარილებულ მდგომარეობაში დაახვედრეს ექსპერტებს“- კილაძის სკანდალური ინფორმაცია ხორავას საქმეზე
შემდეგი სტატიაშოთაძე სარალიძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს