“მივმართავ გია მიქელაძეს, დამშეულ საქართველოში ღმერთმა მილიონერი გაგხადა, არ გყოფნის?

“მივმართავ გია მიქელაძეს, დამშეულ საქართველოში ღმერთმა მილიონერი გაგხადა, არ გყოფნის? გეყოთ ღორობა, თავი დაგვანებეთ”

ყოფილი პროკურორის და მოსამართლის მიტროფანე სტურუას განცხადებით, სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია მიქელაძემ პარლამენტში მოხვედრა და ბიუჯეტის ფულის შოვნა განიზრახა.

“ბატონებო არჩევნების მაჟორიტარული სისტემა რომ მახინჯია, ამაზე არაერთხელ თქმულა, ახლა განვიხილოთ პიროვნულად;

აი, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი მიქელაძე, რომელიც აირჩიეს ბიზნესმენობის გამო. ეხლა ვნახოთ რა ბიზნესმენია – მან ფული იშოვა ისნის ბაზრობის დაფუძნებით და რკინიგზაში გადაზიდვების სამსახურში, სახელმწიფო მონოპოლიის პირობებში – 2004 წელს დამთავრდა მონოპოლია და მისი ბიზნესიც გაჩერდა. აი, ნამდვილ ბიზნესში კი სრული კრახი განიცადა – 1992 წლიდან ჩაიბარა სამტრედიის მეფრინველეობის ფაბრიკა მუშა მდგომარეობაში და ეხლა ცარიელი მიწაა; ამავე წლებში შეიძინა კულაშის საქსოვი ფაბრიკა, გაყიდა დაზგები და რადგანაც თვითონ ვერაფერი გააკეთა, მიაქირავა შენობა თურქ ბიზნესმენებს, რომლებმაც გახსნეს სამკერვალო.

აი, მთელი მისი ბიზნესები – რადგანაც შემოსავალი არ ჰქონდა განიზრახა პარლამენტში მოხვედრა და ბიუჯეტის ფულის შოვნა – გახდა რა დეპუტატი, ნაცვლად იმისა, რომ კანონპროექტებზე ემუშავა და საპარლამენტო კონტროლი განეხორციელებია, ჩამოდის სამტრედიაში პირდაპირ კარლო კალაძესთან და გადაინაწილეს რაიონი – აცხადებენ, რომ სამტრედიას სჭირდება კანალიზაცია, და მისი გამოყვანა დაჯდება 150 მილიონი ლარი და ამ საქმეს ესენი უხელმძღვანელებნენ თავისი “ატკატებით”. ქალაქს კანალიზაცია ნამდვილად სჭირდება, მაგრამ დეპუტატის “ზრუნვის” გარეშე.

აი, კარლო კალაძემ კი საფეხბურთო კლუბი შეისყიდა, ჩემპიონიც გახადა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ბიუჯეტის ხარჯზე და ფულს იქეთ აკეთებს, ნაცვლად ჩადებისა.

ქალაქში ყველაფერი მათი ხელმძღვანელობით ხდება, ყველა თანამდებობაზე მათი დანიშნული ხალხია, არავითარი პროგრესი ქალაქში არ არის, ყველას აგინებენ, ყველას ნაციონალს უწოდებენ, ამ დროს ყველაზე დიდი ნაციონალები თვითონ იყვნენ. და სანამ მივედით ვხედავთ-ნახევარი მერია ქრთამის აღებაზეა დაპატიმრებული.

მივმართავ მიქელაძეს და კალაძეს – ბატონებო, დამშეულ საქართველოში ღმერთმა მილიონრები გაგხადათ. არ გყოფნით? გეყოთ ღორობა, თავი დაგვანებეთ, ეხლა მოგინდათ ბიუჯეტის ხარჯზე მილიარდერობა. არ გაგივათ.
წადით, წადით!”, – წერს სტურუა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის
შემდეგი სტატიამაკრონი: აშშ-ს ირანთან შეთანხმებიდან გასვლა ომის საშიშროებას ქმნის