“მივიღეთ ხელისუფლება რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს” – ირაკლი ყიფიანი

ექსპერტი ირაკლი ყიფიანი კურიერის პირდაპირ ეთერში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და პრემიერის იმ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც მან გამოთქვა იმედი, რომ მოსახლეობა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებს ვალუტის კურსს და ფასების ცვლილებებს დააკვირდება.

“მგონი ჩვენ სახეზე მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს იმ დაშვებულ შეცდომებზე, რაც იყო 4 წლის განმავლობაში დაშვებული. მაგალითად, წულუკიანის რეფორმამ ვიზების აკრძალვასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აზარალა 200 მილიონი დოლარით და ამაზე მას პოლიტიკური პასუხიმგებლობა არ აუღია. ასევე, 2016 წელს დაახლოებით 160 მილიონი დოლარის გრანტი და კრედიტი ვერ აითვისა ჩვენმა ხელისუფლებამ. 100 მილიონი ლარი ვერ აითვისა 2015 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ნებისმიერ წელს გვაქვს გადახარჯვები. ეს ის შეცდომებია, რამაც საბოლოო ჯამში გავლენა იქონია ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და ლარის გაცვლით კურსზე. ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხიმგებლობა იმ შეცდომებზეა, რაზეც მე ვსაუბრობ,“ – განაცხადა ყიფიანმა.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების ახალ ინიციატივებზე.

“10 პუნქტიანი გეგმა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მიმართული არ არის, ამ 10 პუნქტიანი გეგმით მივიღებთ იმას, რომ ხელისუფლება დამატებით თანხებს ამოიღებს მოსახლეობიდან,“ – აღნიშნა ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშივროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმს
შემდეგი სტატიარეკომენდაციები მაჟორიტარი პარლამენტარების ბიუროების შესახებ