,,მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი”

news
: news დეკემბერი 7, 2015 11:28

,,მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი”

მნიშვნელოვანი

  • თუ პოლიტიკაში წასვლის ნაბიჯს გადავდგამ, აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ახალ ძალას შევქმნი, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

სხვა სტატიები

თუ პოლიტიკაში წასვლის ნაბიჯს გადავდგამ, აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ახალ ძალას შევქმნი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
გიგაურის განმარტებით, მისი პოლიტიკური პარტია ღია იქნება პროევროპულად მოაზროვნეთათვის.
“რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, თუ მსგავს ნაბიჯს ოდესმე გადავდგამ, აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ახალ ძალას შევქმნი, რომელიც ღია იქნება პროევროპულად მოაზროვნეთათვის. ერთია, რომ ქვეყნის საგარეო კურსს საჯაროდ აფიქსირებ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რა გააკეთა კონკრეტულმა ადამიანმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის. თუ პოლიტიკაში ჩართვას გადავწყვეტ, დამოუკიდებლად ვიმოქმედებ – საზოგადოების განწყობის გაზიარებაც აუცილებელია”, – აცხადებს ეკა გიგაური.
გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ინტერვიუში მისი მისამართით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ ხელისუფლებისგან შეთავაზება მიიღო, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გამხდარიყო.
“სხვათა შორის, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არაერთმა პროევროპულმა ძალამ შემომთავაზა თანამშრომლობა. ხელისუფლებისგანაც მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი. მინისტრის პოსტი არა, მაგრამ ერთ-ერთ უწყებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა შემომთავაზეს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ვარ, პარლამენტშიც არიან პირები, რომლებთანაც თითქმის ყოველდღიურად ვთანამშრომლობ. ხშირად ვატარებთ ტრენინგებს, სისტემის კონცეფციებსაც ვწერთ”, – განმარტავს გიგაური.

news
: news დეკემბერი 7, 2015 11:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics